მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრების ყველა მატჩში მონაწილეობა არ სურს.
როგორც Foot Mercato იტყობინება, ფრანგმა ფეხბურთელმა ნაკრების ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვან შეხვედრებში ითამაშებს და უმნიშვნელო მატჩებს გამოტოვებს.
წყაროს თანახმად, მბაპეს მთავარი მიზანი 2025 წელს ოქროს ბურთის მოგებაა და ტრავმის რისკის შესამცირებლად ნაკრებში ყველა მატჩში თამაში არ უნდა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე მიმდინარე სანაკრებო პერიოდში დიდიე დეშამმა არ გამოიძახა საფრანგეთის ნაკრებში, მიუხედავად იმისა, რომ მან ტრავმის მორჩენა მოასწრო და სანაკრებო პაუზამდე „რეალში“ ითამაშა.