საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მარცხი განიცადა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი პოლონეთს გაეჯიბრა, რომლის წინააღმდეგ უშანსოდ, 0:3 წააგო. დუბლი გაიფორმა ბარტოშ შივალამ, ხოლო მესამე ბურთი მიკოლაი ჩერნიატოვიჩის აქტივშია.
ვინაიდან, საქართველომ პირველ ტურშიც წააგო (სლოვენიასთან 1:2), ორი ტურის შემდეგ ჯგუფში უქულოდაა, ხოლო ბოლო ტურში 15 ოქტომბერს, სომხეთს შეხვდება, რომელმაც ასევე ორივე შეხვედრაში მარცხი განიცადა.
პოლონეთი - საქართველო 3:0 (1:0)
საქართველო: ასანიძე, კატკოვი (კირვალიძე 69), შათირიშვილი, ხარებაშვილი, კუპრავა, ქობულიძე (კაკაშვილი 82), ხუციშვილი, ბართიშვილი (გელაძე 69), ნებულიშვილი (დიაკონიძე 46), ჯაბურია (ჯიქია 59), კობახიძე
გოლები: 1:0 შივალა (45), 2:0 შივალა (57), 3:0 ჩერნიატოვიჩი (63)