ფეხბურთი

14:20 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟოელ მატიპმა კარიერა დაასრულა

ჟოელ მატიპმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 33 წლის კამერუნელი მცველი ზაფხულიდან მოყოლებული უგუნდოდ იყო და საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მატიპმა მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორ კლუბში ითამაშა: 2009-2016 წლებში „შალკეს“ მაისურით 258 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა, ხოლო 2016-2024 წლებში „ლივერპულის“ რიგებში 201-ჯერ ითამაშა და 11 გოლი გაიტანა.

მატიპმა კამერუნის ნაკრებში 2010-2015 წლებში ჩატარებულ 27 თამაში თავი 1 გოლით გამოიჩინა, 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ.

0.118796