ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩს, რომელშიც ფინეთი ინგლისს უმასპინძლებს, ქართველი არბიტრები იმსაჯებენ.
მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი, ხოლო მისი ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იქნებიან. მე-4 მსაჯის ფუნქციას გიორგი ავაზაშვილი შეასრულებს, ხოლო VAR-ის ოთახში ფრანგ ბენუა მილოსთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მსაჯი, ალეკო აფციაური იმუშავებს.
ფინეთისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩი 13 ოქტომბერს, ჰელსინკიში გაიმართება.