ფეხბურთი

11:27 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ფეხბურთელი: "საქართველო ჯგუფის ლიდერია, მათთან თამაში ადვილი არ იყო"

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ივან კალიუჟნიმ საქართველოსთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. მას ნაკრებში დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში ჰქონდა და გიორგი ჩაკვეტაძის წინააღმდეგ ყვითელი ბარათიც მიიღო.

„დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ნაკრებში თამაში ოცნება იყო. მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის, მადლობა კლუბის მწვრთნელს ჩემი მომზადებისთვის. ოცნება რეალობად იქცა. გუნდმა უკვე მომილოცა. ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე, ვითამაშოთ მხოლოდ მოგებისთვის და დავეხმაროთ გუნდს დადებითი შედეგის მიღწევაში.

საქართველო ამ დროისთვის ჩვენი ჯგუფის ლიდერია, არ იყო ადვილი მატჩი. ამ გუნდისთვის ვემზადებოდით. ისინი ინდივიდუალურად მართლაც ძლიერები არიან. მათ ჰყავთ ძლიერი შეტევა და მათთან თამაში იოლი არ იყო.

როდესაც დაცვითი მოთამაშე იღებს ყვითელ ბარათს, ეს არ არის ძალიან კარგი. ეს არის მცირე დეტალი, რაც მერე გიშლის ხელს, გამუდმებით ფიქრობ იმაზე, რომ მეორე ყვითელი ბარათი არ მიიღო“, - თქვა კალიუჟნიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.

0.114948