ფეხბურთი

20:23 | 11.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მწვრთნელი: "გოგლიჩიძე იზრდება"

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძეზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი მცველი მუდმივ ზრდას განიცდის:

„ვიტი მნიშვნელოვან დონეზე ითამაშებს, ფაცინიზე კარგი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ რაც მასთან მუშაობა დავიწყე, ვფიქრობ, რომ შორს წასვლა შეუძლია, ბევრად მეტის, ვიდრე აქამდე აჩვენა. გოგლიჩიძე მნიშვნელოვან ზრდას განიცდის, ხოლო ისმაილი დიდი გუნდისთვის უკვე მზადაა“, - თქვა Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში დ’ავერსამ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 5 მატჩი ჩაატარა.

0.114369