ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველის, მარტინ ოდეგორის ტრავმა იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე ელოდნენ.
როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ნორვეგიელის დაბრუნება გადაიდო და დეკემბრამდე ვერ ითამაშებს.
ოდეგორმა ტრავმა ერთი თვის წინ ნორვეგია-ავსტრიის შეხვედრაში მიიღო და თავდაპირველი ვარაუდით, რამდენიმე კვირა უნდა ეუქმა, მაგრამ გამოკვლევებმა ტრავმის გართულება აჩვენა და სავარაუდოდ დეკემბრამდე მოედანზე ვერ გავა.