ფეხბურთი

13:50 | 11.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ალბანეთის მატჩს ნიდერლანდელი არბიტრი იმსაჯებს

უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოსა და ალბანეთის მატჩს ნიდერლანდელები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი დანი მაკეილე იქნება, რომელსაც ჰესელ სტეეგსტრა და იან დე ვრიესი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას ალარდ ლინდჰუტი შეასრულებს.

41 წლის მაკელიე ძალიან გამოცდილი არბიტრია და ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულიც. მას ერთხელ უმუშავია საქართველოს ნაკრების მატჩზე, ეს 2019 წლის 15 ნოემბერს მოხდა, როცა ვლადიმირ ვაისის გუნდი ბაზელში, შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

იმ შეხვედრაში მოედანზე იყვნენ გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი, ლევან შენგელია და ზურიკო დავითაშვილი. ნიდერლანდელმა მაშინ დავით ხოჭოლავა და ჯაბა კანკავა გააფრთხილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ალბანეთის მატჩი 14 ოქტომბერს, „მიხეოლ მესხის“ სტადიონზე გაიმართება. სექტემბერში, საქართველომ ალბანეთი გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. ზოგადად, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან ურთიერთშეხვედრებში საგრძნობ უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.

0.112119