ფეხბურთი

13:20 | 11.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გუდმუნდსონი სექსუალური შევიწროების საქმეზე გაამართლეს

„ფიორენტინასა“ და ისლანდიის ნაკრების თავდამსხმელი ალბერტ გუდმუნდსონი სექსუალურ შევიწროებაში უდანაშაულოდ ცნეს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

სავარაუდო სექსუალური შევიწროება ისლანდიაში 2023 წლის ზაფხულში მოხდა. მას შემდეგ საქმე განიხილება რეიკიავიკის სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა განაჩენი, მაგრამ პროკურატურას აქვს გასაჩივრების უფლება.

"უდანაშაულო. ეს იყო ნათელი დასკვნა, რომელიც გამოიტანა რეიკიავიკის რაიონულმა სასამართლომ. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი საქმის დადებით შედეგში, სასამართლოს გადაწყვეტილებამ გარკვეული შვება მომცა.

მართალი გითხრათ, რთული წელი იყო, რომელსაც ფსიქოლოგიურად ვერ გაუმკლავდი, მაგრამ მივხვდი, რომ ოჯახი და მეგობრები ჩემთვის ყველაფერია და მათი მადლიერი ვიქნები ყოველთვის. და ბოლოს, მინდა გამოვხატო, რომ არასდროს ვამართლებ ძალადობის რაიმე ფორმას. ახლა შემიძლია გავაგრძელო ჩემი ცხოვრება და გავამახვილო ყურადღება იმაზე, რასაც საუკეთესოდ ვაკეთებ“, - წერს გუდმუნდსონი.

ალბერტ გუდმუნდსონი „ჯენოადან“ „ფიორენტინაში“ გასულ ზაფხულს იჯარით გადავიდა გამოსყიდვის უფლებით. მიმდინარე სეზონში ალბერტმა ოთხი მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა.

0.121497