ფეხბურთი

12:12 | 11.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ტეუნ კოპმაინერსიც გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემიაა და კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა - ტეუნ კოპმაინერსი.

ნიდერლანდელ ნახევარმცველს ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება და გარკვეული პერიოდით იუქმებს. მან დაზიანება „ლაიფციგთან“ მატჩში მიიღო, შემდეგ „კალიარისთან“ ითამაშა, მაგრამ ტკივილს ვერ გაუძლო და მეორე ტაიმის დაწყებამდე შეცვალეს.

ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია, რომელიც ტეუნს გაუცდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ერთი თვე ვერ ითამაშებს.

ტეუნ კოპმაინერსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

0.112416