12 ოქტომბერს ‘შავი ლომი’ 2024 წლის რაგბის ევროპის სუპერ თასის დასკვნით შეხვედრას გამართავს და უდიდესი ალბათობით ზედიზედ მეოთხედ შემართავს თასს.
სატიტულო შეხვედრა, რომელშიც რიჩარდ ქოქრილის შეგირდები პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ ერკინებიან „ავჭალაზე“ შაბათს, 18 საათზე დაიწყება. ეს ამ გუნდების მეოთხე შეეხვედრა იქნება – პირველი საქართველოში.
იმისათვის, რომ ‘შავმა ლომმა’ ზედიზედ მეოთხე სუპერ თასი მოიგოს, საკმარისი 1 საცხრილო ქულა აიღოს, ან მეტოქეს არ ააღებინოს ბონუსი სამით მეტი ლელოს გატანისთვის, თუმცა ასეთ სცენარზე არც არავინ ფიქრობს. ჩვენი გუნდი პირველ ადგილს ქულათა მაქსიმუმით (15) იკავებს და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ახლაც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
წელს ‘შავი ლომი’ ‘ლუზიტანუშს’ ერთხელ უკვე ეთამაშა და ლისაბონში რეკორდული სხვაობით, 38:14 გაიმარჯვა. სუპერ თასის პირველ ფინალში პორტუგალიელებს სტუმრად ვეთამაშეთ და 17:14 დავამარცხეთ, შარშან ნოემბერში კი ჯგუფურ ეტაპზე ასევე ლისაბონში 22:0 მოვუგეთ.
შეგახსენებთ, წელს ფორმატი შეიცვალა და ჩემპიონი მხოლოდ ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით ვლინდება.
სუპერ თასის დასრულების შემდეგ ‘შავი ლომი’ დაახლოებით ორი თვე დაისვენებს და დეკემბრიდან ჩელენჯ თასში ჩაერთვება.
RUGBY.GE