ფეხბურთი

16:20 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარკევიჩი: "საქართველოს ნაკრებს პროგრესი აქვს, მაგრამ ჩვენთან ფავორიტი არ არის"

უკრაინელმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა უკრაინა-საქართველოს მატჩზე ისაუბრა. მისი აზრით, საქართველო ფავორიტი არ არის და უკრაინა როგორც მინიმუმ ქულის მოპოვებას მოახერხებს.

„ბოლო წლებში ჩვენი მომავალი მეტოქე, ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, დაცვაში თამაშობს, თუმცა ქართული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა, პირველ რიგში, ძლიერი შეტევით. სტილის ეს ცვლილება, თამაშის მაღალი ხარისხის ორგანიზების წყალობით, მომგებიანი იყო. ქართველებმა გერმანიაში გამართულ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე კარგად იასპარეზეს და თავდაჯერებულად ლიდერობენ ერთა ლიგაზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უკრაინასთან დაპირისპირებაში ფავორიტები არიან.

განწყობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სერგეი რებროვის გუნდი კლასით ქართველებს აღემატება და უნდა გააცნობიეროს მათი „კოზირი“. მათ ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ საქმე ეხება B ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. მართალია, ბოლო დროს ჩვენს გუნდში ტრავმებია, მაგრამ საბრძოლო განწყობა მაინც არის. ხვალ გეორგი სუდაკოვმა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს უმაღლეს ჩემპიონატში თამაშს და არტიომ დოვბიკი საბოლოოდ დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები, არა მხოლოდ საკლუბო დონეზე.

მე მჯერა უკრაინის ნაკრების, დარწმუნებული ვარ, რომ არ წააგებს, თუმცა სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ამ შედეგით ვერ გავიხარებთ. ამიტომ, ჩვენი ბიჭებისგან უფრო მეტს ველით“, - თქვა მარკევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება. ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ლიდერია, ხოლო სერგეი რებროვის გუნდი უქულოდ აუტსაიდერი. საქართველოს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია - 0 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.

0.116749