ლევერკუზენის „ბაიერი“ მზადაა შემტევ ნახევარმცველ ფლორიან ვირცს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს - გვამცნობს გერმანული Kicker.
ვირცის ახალი ხელშეკრულება „ბაიერთან“ შესაძლოა მინიმუმ 2028 წლის ზაფხულამდე გაგრძელდეს.
ამ დროისთვის ვირცი „ბაიერნში“ ან მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესაძლებლობას არ განიხილავს. ეს კლუბები ადრე სერიოზულ ინტერესს იჩენდნენ ნახევარმცველის მიმართ.
ფლორიან ვირცი „ბაიერის“ სისტემაში 2020 წლის იანვრიდან ირჯება. მისი კლუბთან კონტრაქტი ძალაშია 2027 წლის ზაფხულამდე. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში ვირცი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.