კალათბურთი

13:08 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე: "პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და ჩვენი დავალება მაღალ დონეზე შევასრულოთ"

NBA-ს პრესეზონში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 10-ქულიანი სხვაობით 97:107 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 22:25 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში გოგას 8 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება ჰქონდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. პირველი ნაწილი შესანიშნავად ვითამაშეთ, თუმცა შემდეგ მეორე გუნდი გამოვიდა. მათ თავიანთი საქმე ასევე კარგად გააკეთეს, მაგრამ შედარებით ფორმიდან ამოვარდნილები იყვნენ. მიზეზი ისაა, რომ ჯერ პრესეზონია და ყველა მოთამაშე კარგ კონდიციაში ვერ იმყოფება. ბევრი დაკარგვა გვქონდა, დაცვაში შეცდომებს ხშირად ვუშვებდით, რადგან შეტევიდან ხშირად ცუდად ვბრუნდებოდით. პრესეზონიც იმისთვისაა, რომ ეს თამაშები გაანალიზო, შეცდომები გამოასწორო და მათზე ისწავლო თუ როგორ გახდე უკეთესი. რაც მთავარია ამ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ და პროგრესი გავაგრძელოთ. მწვრთნელის დავალება კარგად გავიგოთ და ჩვენი გასაკეთებელი მაღალ დონეზე შევასრულოთ.

ჩემი გუნდელები ბრწყინვალე კალათბურთელები არიან. ისინი მოედანზე ცხოვრებას გიმარტივებენ, რადგან ბურთით ღია სივრცეში გტოვებენ. კონტრშეტევები უფრო ეფექტური რომ იყოს ერთმანეთში ხშირად ვსაუბრობთ. მაღალი მოთამაშეები გვყავს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დაცვაში თამაში გავამარტივოთ. პაოლოსა და ფრანცზე ის შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, დაცვაშიც თამაშობენ და შეტევაშიც, რასაც ლიგაში ხშირად ვერ ნახავ. გუნდურო მოთამაშეები არიან და პირველ რიგში სწორედ გუნდის პრივილეგიებს აყენებენ.

დაცვაში მხოლოდ ერთი მოთამაშე ვერ ითამაშებს, ამიტომ ვართ მოედანზე 5 კალათბურთელი, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. იღბლიანი ვარ, რომ ასეთ კარგ კალათბურთელებთან ერთად მიწევს თამაში.

ჯეტის გამო ბედნიერი ვარ, ძალიან კარგად მუშაობს. ის დროის უმეტეს ნაწილს დარბაზში ატარებს. დაცვაშიც კარგად თამაშობს და სროლაც კარგად შეუძლია. დღეს აჩვენა რომ იმსახურებს ბევრ სათამაშო დროს. მიზეზები რის გამოც მთელი თამაში წინ ვიყავით სწორედ მისი კარგი თამაშის დამსახურება იყო და ძალიან ამაყი ვარ", - თქვა გოგა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო მეჯიქის" მომდევნო მატჩი, რომელიც ქართველის გუნდს „ნიუ ორლეანს პელიკანსთან“ uნდა ჩაეტარებინა, ქარიშხლის გამო გაუქმდა.

0.11759