„ბარსელონას" შვიდი ევროპული კლუბის ვალი აქვს, პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის გამო - წერს Sport.es.
წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ ჯერ არ გადაუხდია „ბაიერნისთვის“ 10,4 მილიონი ევრო. გარდა ამისა, „ბარსელონას“ ჯერ არ მოუგვარებია სიტუაცია კლუბებთან სოლიდარობის გადახდასთან დაკავშირებით. ამრიგად, „ბარსას“ ვალი აქვს 78 ათასი ევრო დორტმუნდის „ბორუსიასი“, ასევე პოლონური „ლეგიის“ (50 ათასი ევრო), „ლეხის“ (119 ათასი ევრო), ვარშავის „დელტასი“ (33 ათასი ევრო), პრუშკოვის „ზნიჩის“ (113 ათასი ევრო) და მკს ვარშავასი (169 ათასი ევრო).
მიმდინარე სეზონში 36 წლის ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 12 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.