ფეხბურთი

1:45 | 10.10.2024 | ნანახია NaN - ჯერ

წყალტუბოს "სამგურალი" მიხეილ აშვეთიამ დატოვა

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია აღარ არის. ინფორმაცია იმერული კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.

მიხეილ აშვეთია "სამგურალში” 2021 წლიდან მუშაობდა, სადაც ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, შემდეგ სპორტული დირექტორი და ბოლოს მთავარი მწვრთნელი იყო. ასევე, გუნდი დატოვა აშვეთიას ასისტენტმა ვასილ გიგიაძემ.

წყალტუბოელთა ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. „სამგურალი“ ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ 31 ქულით მეექვსე ადგილზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:55 | 18.08.2020
100% (432)

გაალამაზებს, ლალიგას.

02:29 | 18.08.2020
davidinho (1027)

კარგია

0.065469