კალათბურთი

0:56 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისი" ფიბა ევროპის თასის პირველ ტურში დამარცხდა

საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასზე პირველი ტურის მატჩი სლოვაკურ „პრიევიძასთან“ ჩაატარა და მარცხი განიცადა.

კოტე ტუღუშის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, 9-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა, ხოლო ტაიმი 3 ქულით მოიგო. თუმცა, მეორე ნახევარში სლოვაკებმა მოიპოვეს უპირატესობა და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც - 77:69.

„ქუთაისს“ გიორგი კორსანტიამ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო აკაკი დვალიშვილის აქტივში 18 ქულა და 5 მოხსნა იყო.

„ქუთაისი“ ფიბა ევროპის თასის მეორე ტურში 16 ოქტომბერს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს. ტუღუშის გუნდმა მიმდინარე სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, სადაც პირველივე შეხვედრა წააგო და ევროპის თასზე გადაერთო.

თეგებიქუთაისი 2010
0.119909