ფეხბურთი

23:50 | 9.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მზადებას აგრძელებს, რომელსაც უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ვილი სანიოლის გუნდმა დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს გიორგი ლორიაც შეუერთდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი გველესიანმა გუნდთან ერთად მიიღეს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა.

საქართველოს ნაკრები მატჩამდე ბოლო ვარჯიშს 10 სექტემბერს ჩაატარებს და ასევე გაიმართება ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდმა სექტემბერში ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა, ხოლო მომდევნო ორ მატჩს 11 ოქტომბერს, პოზნანში, უკრაინასთან და 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.

0.122976