ფეხბურთი

23:09 | 9.10.2024 | ნანახია NaN - ჯერ

იგლი ტარე: "ლაციოში" კვარაცხელიას შეძენასთან ახლოს ვიყავით"

ვეტერანმა ალბანელმა ფეხბურთელმა იგლი ტარემ, რომელიც წლების განმავლობაში „ლაციოს“ სპორტული დირექტორი იყო, Tv Play-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რომაულ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას შეძენასთან ახლოს იყო.

ალბანელმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ დაადასტურა, რომ „ნაპოლიში“ ტრანსფერამდე კვარა შეიძლებოდა „ლაციოში“ გადასულიყო.

„კვარაცხელია სანამ „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდებოდა, „ლაციოსთან“ ახლოს იყო. რატომ არ შედგა ტრანსფერი? არ შემიძლია თქმა, მაგრამ ნამდვილად იყო იმის შესაძლებლობა, რომ „ლაციოში“ მიმეყვანა“, - თქვა ტარემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს, რომელსაც 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:42 | 03.02.2017
dinamo222 (8587)

აუუ დაწერეთ მაინც როგორაა ზაზა და რამდენი გაუცდება კიდეევ ? რომ არ ითამაშა ისედაც ვიციით @@

19:23 | 03.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

2კვირა ყველაზე მაქსიმუმიო წესით მანამდეც დაბრუნდება

13:45 | 03.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გოლდენის დამარცხება წარმოუდგენელია ვაშინგტონი და ვოლი ბრავო

0.074702