ფეხბურთი

10:28 | 9.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ნაპოლიში" საწყის 4-5 თვეში "ოქროს ბურთის" კანდიდატი კვარაცხელია იყო"

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნიომ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც.

როგორც მან თქვა, „ნაპოლიში“ გატარებული პირველი სეზონის საწყის თვეებში კვარაცხელია იმ დონეზე თამაშობდა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგებაც შეეძლო.

„კვარა დიდებული ფეხბურთელია. ისიც მართალია, რომ ამ ორ წელიწადში სხვადასხვანაირი კვარა ვნახეთ: პირველი სეზონის საწყის 4-5 თვეში ოქროს ბურთის დონეზე თამაშობდა, მას მერეც მომაჯადოებელია, მაგრამ არა ყოველთვის“, - თქვა მოდუნიომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ წევრი 2022 წლიდანაა და 97 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.121935