ფეხბურთი

12:11 | 9.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" შეიძლება პაოლო მალდინის შვილი დაიმატოს

„მონცას“ ნახევარმცველი დანიელ მალდინი, რომელიც ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილია, „ინტერს“ დაუკავშირეს.

ახალგაზრდა შემტევმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და იტალიის ნაკრებშიც გამოიძახეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, „ინტერის“ სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო „მონცა“ – „რომას“ მატჩს სწორედ მალდინის გამო დაესწრო.

ჯერჯერობით, მხარეებს ტრანსფერზე მუშაობა არ დაუწყიათ, მაგრამ „ნერაძურიში“ დანიელი მოსწონთ და შეიძლება უახლოეს მომავალში ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყონ.

ასე რომ, სულაც არაა გამორიცხული „ინტერში“ მალდინი ვიხილოთ.

დანიელ მალდინი „მილანის“ აღზრდილია და „მონცაში“ მიმდინარე წლის იანვრიდან თამაშობს, სადაც 18 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

0.118299