ფეხბურთი

0:48 | 9.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გულიაშვილი: "თამაშის შესაძლებლობა თუ მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სტატისტიკა გავაუმჯობესო"

საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა გიორგი გულიაშვილმა ერთა ლიგის მატჩების წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნაკრებში მოხვედრა მისთვის ოცნება იყო და მაქსიმალურად ეცდება, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

"ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩემს ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის სტატისტიკა, რაც საკლუბო დონეზე მაქვს ნაკრებში გავაუმჯობესო. მოახლოებული თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით, თუმცა ჯგუფის ლიდერები ვართ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება", - თქვა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდმა სექტემბერში ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა, ხოლო მომდევნო ორ მატჩს 11 ოქტომბერს, პოზნანში, უკრაინასთან და 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.

0.12511