ფეხბურთი

23:11 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმიდან" ანდრეი დემჩენკო გაათავისუფლეს

„დინამო ბათუმიდან“ მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

უკრაინელი სპეციალისტი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს, მისი ბოლო თამაში ზღვისპირელთა რიგებში ფოთის „კოლხეთთან“ გამოდგა, რომელიც 1:0 მოიგეს.

„დინამო ბათუმის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. მადლობას ვუხდით ბატონ ანდრეის ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი დემჩენკომ საქართველოში თავიდან გორის „დილაში“ დაიწყო მუშაობა, სადაც წარმატებასაც მიაღწია, ხოლო შემდეგ „დინამო ბათუმში“ გადავიდა.

„დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ 42 ქულით მეოთხე ადგილზეა. ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება ახალი მწვრთნელი.

0.101153