სხვა

22:33 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგა "ფერენცვაროშთან" მარცხით დაიწყო

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში პირველი ტურის მატჩი ჩაატარა.

„დინამომ“ პირველად ითამაშა ბერძენი სპეციალისტის, საკის კეჩაგიასის ხელმძღვანელობით, რომლის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა.

უნგრულ „ფერენცვაროშთან“ ქართული გუნდი სტუმრად 7:16 დამარცხდა. პირველი პერიოდი 4:4 დასრულდა, მაგრამ შემდეგ კი, უნგრელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებაც ადვილად მოიპოვეს.

„დინამოს“ რიგებიდან თითო გოლი ბორის ვაპენსკის, ტეფან პიეშივაცის, სანდრო ადეიშვილის, ბესო ახვლედიანის, არტიომ დიხტიარენკოს, ველკო ტანკოსიჩის და გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზეა.

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 15 ოქტომბერს, „იადრანს“ უმასპინძლებს.

0.114676