ფეხბურთი

21:31 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზედან" მწვრთნელი გაათავისუფლეს

„კრემონეზედან“, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი იცავს, მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა გაათავისუფლეს.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. იტალიელი სპეციალისტი წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. კლუბის ხელმძღვანელობამ ის „ბარისთან“ ფრის (1:1) შემდეგ გაუშვა სამსახურიდან. ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის სტროპას, რომელიც „კრემონეზეს“ გასული სეზონიდან ხელმძღვანელობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სტროპა ლოჩოშვილს არც ისე ხშირად ენდობოდა და ქართველი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. კრემონელთა რიგებში ასევე დაჩი ლორთქიფანიძეც ირიცხება.

„კრემონეზე“ სერია B-ში 11 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, "იუვე სტაბიას" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113398