სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:28 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუნინმა ნაკრებში წასვლას "რეალში" დარჩენა და შანსის გამოყენება ამჯობინა

უკრაინის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი თავდაპირველად ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ამ სანაკრებო შეკრებას ვირუსის გამო გამოტოვებდა.

თუმცა, უკრაინული მედია წერს, რომ ლუნინის ნაკრებში არყოფნის ნამდვილი მიზეზი არა ვირუსი, არამედ კლუბზე აქცენტირებაა.

ლუნინს სურს, რომ სანაკრებო პაუზა მადრიდში გაატაროს და „რეალში“ ივარჯიშოს, რათა კარლო ანჩელოტის ნდობა დაიმსახუროს, მით უფრო მაშინ, როცა ტიბო კურტუა ტრავმირებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინას 11 ოქტომბერს დაუპირისპირდება. უკრაინის ნაკრებს საქართველოსა და ჩეხეთთან მატჩებისთვის შემადგენლობაში სერიოზული დანაკლისი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115192