ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ კარიერა დაასრულა. როგორც მან თქვა, „ბარსელონაში“ ბოლო მატჩი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო.
„ბარსელონაში“ ბოლო თამაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემს ცხოვრებაში. წასვლის წინ სხვადასხვა განცდა დამეუფლა. კარიერის „ბარსელონაში“ დაუფლება მინდოდა, მაგრამ ამ კლუბში 300%-ის გაცემა უნდა შეგეძლო, მე კი, ვიგრძენი, რომ ეს შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, არ მინდოდა წასვლა დამეგვიანა და ნეგატიური მოგონებები დამეტოვებინა. „ბარსელონადან“ სწორ დროს წავედი“, - თქვა ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ „ბარსელონაში“ 2002-2018 წლებში 674 შეხვედრაში 57 გოლი გაიტანა. კარიერის ბოლო წლები ესპანელმა იაპონიასა და ემირატებში გაატარა.