ფეხბურთი

15:08 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

Marca-მ მადრიდის „რეალში" ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შესაძლო ტრანსფერის დეტალები გაავრცელა

მადრიდის „რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინშია, რათა „ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შეიძინოს - გვამცნობს Marca.

ტრენტის შემთხვევაში, „რეალი“ აპირებს იმავე სტრატეგიას მიჰყვეს, რაც „ბაიერნის“ ალფონსო დევისთან მიმართებაში, კერძოდ, დაელოდოს იანვარს, რათა დაიწყოს მოლაპარაკება ფეხბურთელთან წესების დარღვევის გარეშე და გააკეთოს შეთავაზება.

წყარო ასევე ამბობს, რომ თავად ალექსანდერ-არნოლდს არ სურს გადაწყვეტილების მიღება „ლივერპულთან“ შესაძლო კონტრაქტის ახალ წლამდე გახანგრძლივებაზე. უახლოეს მომავალში არნე სლოტის ხელმძღვანელობით გუნდის შედეგებმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ საკითხში.

მოგეხსენებათ, „რეალის" მთავარმა მარჯვენა მცველმა დანი კარვახალმა სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაძლოა ერთი წელი ვერ ითამაშოს.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ტრენტმა პრემიერლიგაში „ლივერპულის“ შემადგენლობაში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.120777