ფეხბურთი

12:48 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი „ლივერპულის“ სეზონის წარმატებული დასაწყისის შესახებ: „მეტი გვინდა“

„ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა არნე სლოტის ხელმძღვანელობით გუნდის სეზონის წარმატებულ დასაწყისზე ისაუბრა. მერსისაიდელებს პრემიერლიგის პირველი შვიდი მატჩიდან 17 ქულა აქვთ და ცხრილის სათავეში არიან.

„ვფიქრობ, ყველა გუნდს აქვს გარკვეული მოლოდინი. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ ჩვენზე სხვები. გვინდა გავაუმჯობესოთ თამაში, ვუპასუხოთ გამოწვევებს. ვიბრძოლოთ ბოლომდე და გავიმარჯვოთ, ვიყოთ წარმატებულები.

ეს არის ის, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ. აქამდე ბევრი ქულა გვაქვს მოპოვებული, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვინდა. ვიცით, რამდენად რთული იქნება განრიგი საერთაშორისო შესვენების შემდეგ, მაგრამ რატომ არ უნდა ისიამოვნოთ? მოუთმენლად ველოდები ამას და ვიმედოვნებ, ყველა, ვინც „ლივერპულთან“ ასოცირდება კმაყოფილი დარჩება", - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს „ლივერპულის" ოფიციალური საიტი.

0.118029