იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანის" ყოფილი ვარსკვლავის, პაოლო მალდინის შვილის, „მონცას“ ნახევარმცველის, დანიელის ნაკრებში გამოძახებაზე ისაუბრა.
„დანიელი ის ფეხბურთელია, რომელიც გვაკლდა. მას აქვს შესანიშნავი თამაშის სტილი, იცის, როგორ უნდა გაექცეს მცველებს, რაც ართულებს მის დაჭერას. იცის, როგორ უნდა ითამაშოს ზურგით კარისკენ, ხანდახან შეიძლება უჩინარი იყოს მოედანზე, მაგრამ ვხედავ რომ მუდმივად თამაშშია და ვფიქრობ, ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა“, - ციტირებს სპალეტის სიტყვებს Tuttomercatoweb.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა „მონცას“ შემადგენლობაში რვა მატჩი ჩაატარა ყველა შეჯიბრში, ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.