10:26 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი კილიან მბაპეს საქციელმა გააკვირვა

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მადრიდის „რეალის" ბოლო მატჩში თავდამსხმელ კილიან მბაპეს თამაშის გამო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მანამდე კილიანი ნაკრებში სავარაუდო ტრავმის გამო არ გამოიძახეს.

„კლუბების და ეროვნული გუნდების ინტერესები განსხვავდება, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთელის დამსაქმებელი არის კლუბი და არა ფედერაცია. ამიტომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს", - ციტირებს დეშამის სიტყვებს ესპანური Marca.

დეშამი გაოცდა მას შემდეგ, რაც მბაპე ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის „ვილიარეალთან" მატჩში (2:0) მინდორზე გამოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვრთნელმა ის საფრანგეთის ნაკრებში ოქტომბრის მატჩებისთვის არ გამოიძახა, რათა ფეხბურთელს ტრავმისგან გამოჯანმრთელების შესაძლებლობა მისცემოდა. თუმცა, მოგვიანებით „რეალში" ფორვარდის გამოჩენამ გააკვირვა, რადგან თუ მბაპე კლუბში ითამაშებს, მას შეეძლო ეროვნულ გუნდსაც დახმარებოდა.

საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს სტუმრად გამართავს. 10 ოქტომბერს ისრაელს, 14 ოქტომბერს კი ბელგიას დაუპირისპირდება.

0.112222