ფეხბურთი

1:21 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ დე მაჯო: "კვარაცხელიასთან შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევენ, კონტე ძალიან გაბრაზდება"

იტალიელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ახლოსაა ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებასთან. როგორც მან აღნიშნა, თუ ხელშეკრულება არ განახლდება, ანტონიო კონტე კლუბის ხელმძღვანელობაზე ძალიან გაბრაზდება.

„ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებიდან მეორე დღესვე ჯუღელისთვის კვარას კონტრაქტზე უნდა დაერეკა, მაგრამ მაშინ ისინი ოსიმენზე იყვნენ კონცენტრირებული. ახლანდელი სიტუაციით ჯუღელი უზარმაზარ თანხას ითხოვს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ შეთანხმებასთან ახლოს არიან. თუ შეთანხმება არ შედგება, კონტე ძალიან გაბრაზდება“, - თქვა დე მაჯომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიური კლუბის წევრი 2022 წლიდანაა და 97 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.116864