რაგბი

21:37 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 24:12 ხარები

ქუთაისის ‘აიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ დაძაბულ ბრძოლაში 24:12 სძლია და 17 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

საქართველოს ჩემპიონი ერთადერთია, რომელმაც crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ოთხივე თამაში მოიგო. ‘ხარებს’ 9 ქულა დარჩა და მე-6 პოზიციაზეა.

გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ქომაგმა 6 წუთში ორი ლელო იხილა. სტუმრებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, ჯერ საწყისი დარტყმა გაუცუდდათ, მერე დაცვაში გაისარჯნენ უყურადღებოდ და ტიმოთი მბოლამ ლელო ძელებსშუა გაიტანა, რის შემდეგაც გიორგი ბაბუნაშვილს გარდასახვის შესრულება არ გაჭირვებია. ‘ხარებმა’ კარგი თანმიმდევრული შეტევით და მაიკელი როკონდინონოს ლელოთი უპასუხა, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა.

ამის შემდეგ თამაშის ტემპი დაეცა, ორივე გუნდმა შეცდომები მრავლად დაუშვა და ტაიმი 7:5 დასრულდა.

თამაში რომ განახლდა ბაბუნაშვილმა მასპინძელთა უპირატესობა ჯარიმით გაზარდა. ‘ხარებმა’ 3 ქულის აღებაზე უარი თქვა, ლელოზე თამაში გააგრძელა და 55-ე წუთზე მიზანს უწია. მანამდე ხშირი ჯარიმების ფონზე ‘აია’ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა (ჯიუტა მბატირერენგა სინბინში), მერე კი ხვიჩა ბუჯიაშვილმა ძალისმიერი ლელოთი წონასწორობა აღადგინა და გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახვით რუსთაველები დააწინაურა.

ტაიმის შუაში სინბინით უკვე რუსთაველთა ფრთა ანარე ტუიტაი დაისაჯა და ახლა ‘აიამ’ ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით. ქუთაისელებმა დერეფნის შემდეგ ჯერ ფორვარდებით შეუტიეს, მერე რაქიდან სწრაფად გაიტანეს ბურთი და ლელო გუჯა მახარეიშვილმა გაიტანა. ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და საკუთარ გუნდს 5-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. ‘

70-ე წუთზე ‘ხარებს’ ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება შეეძლო, მაგრამ კვლავ ლელოზე თამაში არჩია და ამჯერად უქულოდ დარჩა. საპასუხოდ მასპინძლებმა ფორვარდებით შეუტიეს და პეტრე ჯინჭარაძის ლელოთი გამარჯვება გაინაღდეს, ბაბუნაშილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 24:12. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიუტა მბატირერენგა გახდა.

RUGBY.GE

0.118275