ფეხბურთი

19:22 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: ""ნაპოლი" ლუკაკუზე დამოკიდებული გუნდია, კვარაცხელიაზე - აღარ"

Il Mattino-ს ჟურნალისტმა ფრანჩესკო დე კორემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლი“ ახლა რომელუ ლუკაკუზე უფრო მეტად დამოკიდებულია, ვიდრე ქართველ ფეხბურთელზე.

„კვარა კრიზისშია? ეს არ არის პრობლემა, ეს არ შეიძლება იყოს. თუმცა, „ნაპოლის“ ისეთი კარგი შემცვლელები ჰყავს, თამაშის მოგება მაშინაც შეუძლია, როცა კვარას თამაში არ მისდის. იტალიურ ფეხბურთზე მისი გავლენა არაჩვეულებრივი იყო, ახლა მას უკეთ იცნობენ და მეტ სიფრთხილეს იჩენენ. როცა ფორმაშია, რჩება გადამწყვეტ ფეხბურთელად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კონტემ ეს „ნაპოლი“ კვარაცხელიაზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს. ახლა „ნაპოლი“ უფრო ლუკაკუზე დამოკიდებული გუნდია“, - თქვა დე კორემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა „ნაპოლის“ მაისურით 3 გოლი გაიტანა, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.120082