ფეხბურთი

18:52 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

73 წლის ასაკში იოჰან ნეესკენსი გარდაიცვალა

ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდა იოჰან ნეესკენსი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ბოლო დღეებში ალჟირში იმყოფებოდა, სადაც თავი შეუძლოდ იგრძნო, ექიმებმა კი მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ნეესკენსი 1970-1974 წლებში „აიაქსში“ თამაშობდა, მომდევნო 5 წელი კი „ბარსელონაში“. 1970-1981 წლებში ნიდერლანდების ნაკრებში 49 მატჩში 17 გოლი გაიტანა და ორჯერ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კარიერის დასრულების შემდეგ იოჰან ნეესკენსი ნიდერლანდების და ავსტრალიის ნაკრებებში, „ბარსელონასა“ და „გალათასარაიში“ მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

0.116069