„ლივერპულის“ მეკარეს, ალისონს ტრავმა აქვს, რომელიც შეიძლება ძალიან სერიოზული გამოდგეს.
კუნთის ტრავმა თუ დადასტურდება, ბრაზილიელი მინიმუმ ორი თვის განმავლობაში იუქმებს, რადგან ძალიან საყურადღებო დაზიანებაა. ალისონის ლაზარეთში გადანაცვლებამ კი, გააჩინა კითხვა - „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილს ვადაზე ადრე მიიწვევს თუ არა.
როგორც ესპანური Marca იტყობინება, ეს გამორიცხულია, რადგან ტრანსფერის დროს, კლუბები შეთანხმდნენ, რომ ქართველი ინგლისში მხოლოდ 2025 წლის ზაფხულში გადაინაცვლებს და ეს კონტრაქტშია გათვალისწინებული. ასე რომ, ალისონის დაზიანების მიუხედავად, გიორგი მიმდინარე სეზონს „ვალენსიაში“ დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ალისონი „კრისტალ პალასთან“ მატჩში დაშავდა. გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა და სეზონის ბოლომდე იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა.