ალბანეთის ნაკრებს საქართველოსა და ჩეხეთთან მატჩების წინ კაპიტანი, ბერათ ჯიმსიტი გამოაკლდა.
„ატალანტას“ მცველმა ტრავმა ერთი კვირის წინ, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, შესაბამისად, ის თბილისში ვერ ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ჯიმსიტის წინა სანაკრებო თვეც გაუცდა, შესაბამისად, საქართველოს წინააღმდეგ ვერც ტირანაში გამართულ შეხვედრაში ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს, პრაღაში ჩეხეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში - საქართველოს. სექტემბერში, საქართველომ ალბანეთი გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. ზოგადად, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან ურთიერთშეხვედრებში საგრძნობ უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.