ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტური სან სებასტიანში „სოსიედადის“ და „ატლეტიკოს“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.
დიეგო სიმეონეს გუნდი პირველივე წუთზე დაწინაურდა, ხულიან ალვარესის გოლით, მაგრამ სწრაფი გოლის მიუხედავად შინ 3 ქულით ვერ დაბრუნდა. 84-ე წუთზე ბასკებმა შუჩიჩის გოლით გაათანაბრეს და 1:1.
„ატლეტიკო“ 17 ქულით მესამე ადგილზეა და ლა ლიგის ბოლო ოთხ ტურში მესამე ფრე ითამაშა. ამას დავუმატოთ ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ განადგურება - დიეგო სიმეონეს გუნდი არც თუ ისე კარგ ფორმაშია.