ფეხბურთი

1:20 | 7.10.2024 | ნანახია 427 - ჯერ

პსჟ-მ ქულები და ლიდერობა დაკარგა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ ქულები დაკარგა. ლუის ენრიკეს გუნდმა სტუმრად „ნიცას“ ვერ მოუგო.

პირველ ნახევარში „ნიცამ“ იმარჯვა ალი აბდის გოლით, რასაც მეორე ნახევრის დასაწყისშივე ნუნუ მენდეშმა უპასუხა და მერე არაფერი შეცვლილა, ფეხბურთი ფრედ 1:1 დასრულდა.

პსჟ-მ ლიდერობაც დაკარგა, 17 ქულით მეორე ადგილზეა და „მონაკოს“ ჩამორჩება, რომელსაც 19 ქულა აქვს. პარიზელები მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს, შინ „სტრასბურთან“ გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.133865