ფეხბურთი

0:45 | 7.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "ფიორენტინასთან" დამარცხდა, გუნდებმა 3 პენალტი ვერ გაიტანეს

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში ფლორენციის „ფიორენტინამ“ „მილანს“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა და სამი პენალტიც გააცუდეს. თავიდან ფლორენციელებმა, 22-ე წუთზე მოიზე კინს მაიკ მენიომ აჯობა. 35-ე წუთზე „ფიორენტინა“ იასინ ადლიმ მაინც დააწინაურა. ფრანგი ნახევარმცველი „მილანის“ საკუთრებაა და „იებში“ იჯარით თამაშობს. პირველი ტაიმის მიწურულს ტეო ერნანდესმაც გააცუდა პენალტი, მან დავიდ დე ხეას ვერ აჯობა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დე ხეამ კიდევ ერთი პენალტი მოიგერია, ამჯერად უკვე ტაიმი აბრაჰამს არ გაატანინა. ამის მიუხედავად, „მილანმა“ კრისტიან პულიშიჩის გოლებით მაინც გაათანაბრა.

თუმცა, „ფიორენტინამ“ 73-ე წუთზე ალფრედ გუდმუნდსონის გოლით გამარჯვება მოიპოვა.

„მილანს“ 11 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „უდინეზეს“ შეხვდება.

„ფიორენტინა“ – „მილანი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ადლი (35), 1:1 პულიშიჩი (60), 2:1 გუდმუნდსონი (73)

0.115144