ხელბურთში გერმანიის ბუნდესლიგაში გიორგი ცხოვრებაძემ მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
„გუმერსბახი“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ფლენსბურგს“ დაუზავდა (29:29) და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დააკარგვინა.
ერთ-ერთი საუკეთესო ცხოვრებაძე იყო, რომელმაც მეტოქის კარში 5 გოლი გაიტანა. „გუმერსბახი“ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 ოქტომბერს, „გოპინგენს“ შეხვდება.