კვიპროსის ჩემპიონატის მეექვსე ტურში გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, მისი გოლებით კი, „არისმა“ ნიქოზიის „ომონიას“ 2:0 აჯობა.
ქვილითაიამ 25-ე წუთზე თავით გაიტანა ძალიან ეფექტური გოლი, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, პენალტიც ზუსტად დაარტყა.
31 წლის ფეხბურთელს ექვს შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და კიდევ ხუთ ფეხბურთელთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
„არისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 14 ქულით მეორე ადგილზეა, 20 ოქტომბერს კი, სტუმრად „ახნასს“ დაუპირისპირდება.