ფეხბურთი

17:48 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" "ტორპედოს" აჯობა და ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამედ მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ერთპიროვნული ლიდერი „ტორპედო“ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ მოულოდნელად დამარცხდა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა - 1:2.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 57-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ მოახერხა თავის გამოჩენა. მიუხედავად ამისა, სტივ კინის გუნდი მაინც უქულოდ დარჩა.

„სამტრედიამ“ ჯერ ინიგო მარტინესის გოლით გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში როინ ოდიშელიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„სამტრედიამ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო (თელავის, დინამო ბათუმის და ტორპედოს წინააღმდეგ), რითაც 25 ქულა დაუგროვდა, ბოლო ადგილს თავი დააღწია და მეცხრე საფეხურზეა, მომდევნო ტურში კი, „კოლხეთს“ შეხვდება.

ქუთაისის „ტორპედო“ 57 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს და ორი ქულით უსწრებს „იბერიას“, რომელსაც მომდევნო ტურში, 20 ოქტომბერს ესტუმრება.

„სამტრედია“ – „ტორპედო“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ფაცაცია (57), 1:1 მარტინი (68), 2:1 ოდიშელიძე (90)

0.118583