ფეხბურთი

16:51 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" სერია A-ში პირველი გოლი გაუშვა და ქულები დაკარგა

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში „იუვენტუსმა“ აუტსაიდერ „კალიარის“ ვერ მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

ტურინული გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას ქმნიდა, მაგრამ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და მატჩის მიწურულს დაისაჯა. „იუვე“ ძალიან სწრაფად მე-15 წუთზე დუშან ვლაჰოვიჩის ზუსტი პენალტით დაწინაურდა. „იუვეს“ შესვენებამდე შეეძლო უპირატესობას გაზრდა, თუმცა „კალიარის“ მეკარე შესანიშნავად თამაშობდა.

მეორე ნახევარშიც მასპინძლებმა შექმნეს მომენტები, განსაკუთრებით ვლაჰოვიჩის მომენტია გამოსარჩევი, რომელმაც ისეთ სიტუაციაში ვერ გაიტანა, აცილება უფრო რთული რომ იყო, ვიდრე გატანა.

88-ე წუთზე კი, „კალიარიმ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც რაზვან მარინმა გაიტანა და გაათანაბრა. ეს „იუვენტუსის“ პირველი გაშვებულია სერია A-ს მიმდინარე სეზონში. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს ტურინელებს ფრანსისკო კონსეისაოც გაუძევეს.

თუმცა, „იუვენტუსს“ ბევრი ფრე დაუგროვდა, შვიდ ტურში მხოლოდ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს „უდინეზესთან“ ერთად იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 19 ოქტომბერს, „ლაციოს“ უმასპინძლებს.

„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (15, პენ), 1:1 მარინი (88, პენ)

0.12769