ფეხბურთი

14:30 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ძალიან ბედნიერი ვარ, ისე უნდა ვიმუშაო, როგორც აქამდე ვმუშაობდი"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ოსერთან“ (3:1) ჰეთ-თრიქის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია და იმედი აქვს, რომ გუნდი ასე გააგრძელებს.

„ჩემთვის და გუნდისთვის კარგი დღე იყო. ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. სამი გოლი გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე. ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან კარგი ატმოსფერო სტადიონზე, კარგი მხარდაჭერა გვქონდა. ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. საოცარი გრძნობაა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ და ჰეთ-თრიქი შევასრულე. ვამაყობ გუნდით და ასე უნდა გავაგრძელოთ.

რა თქმა უნდა, მომწონს „სენტ ეტიენის“ გულშემატკივრები, ეს წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ, რადგან მართლაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვაქვს. ჩემი ზეიმი მესამე გოლზე? დავიღალე (იცინის - რედ). ჰეთ-თრიქი იყო, თამაშის მომგები გოლი, ყველა ჩემთან მოვიდა აღსანიშნავად. პირველი ჰეთ-თრიქი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში შევასრულე. ბურთს ყველა ჩემმა თანაგუნდელმა ხელი მოაწერა და ვაპირებ სახლში შევინახო, ჯერ არ ვიცი, სად (იცინის - რედ).

იმედი მაქვს, რომ ეს ჩემთვის რაღაც სტიმული იქნება, მუშაობა ისე უნდა გავაგრძელო, როგორც აქამდე ვმუშაობდი. ასე უნდა გავაგრძელო და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან კარგი გუნდი გვყავს“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. პირველად 21 წლის წინ, 2003 წელს, ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა „ფრაიბურგის“ მაისურით „ვოლფსბურგს“ სამჯერ გაუტანა (ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე იყო).

დავითაშვილი „სენტ ეტიენისთვის“ უპირობო ლიდერია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: ოლივიე დალ’ოლიოს გუნდს ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5-ში ზურიკო მონაწილეობდა - 3 გოლი და 2 საგოლე პასი! ის გამონაკლისი გოლიც „მწვანეებმა“ პენალტით გაიტანეს.

„სენტ ეტიენი“ 7 ქულით მე-12 ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, „ლანსს“ უმასპინძლებს. ზურიკო დავითაშვილი მანამდე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, რომელსაც შეკრებაზე ფანტასტიკურ განწყობასა და ფორმაში შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112778