მადრიდის „რეალის“ მცველის, დანი კარვახალის მძიმე ტრავმა დადასტურდა. ესპანელს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და ხანგრძლივი უქმობა ელოდება.
მეტიც, ესპანური მედია წერს, რომ მას სამმაგი მოტეხილობა აღენიშნება, რაც ცხადია სარეაბილიტაციო პერიოდს უფრო გაართულებს.
კარვახალმა უმძიმესი ტრავმა „ვილიარეალთან“ მატჩში, იერემი პინოსთან კონტაქტის შემდეგ მიიღო.
დიდი ალბათობით, მისთვის სეზონი დასრულებულია.