სხვა

10:59 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძე: "მივმართავ UFC-ს, ბრძოლის ჩატარება დეკემბერში მსურს"

UFC 307-ზე გამარჯვების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ დანა ვაითთან მცირე კომენტარი გააკეთა. 36 წლის მებრძოლს მომდევნო ჩხუბის ჩატარება დეკემბერში სურს და სასურველი მეტოქეც დაასახელა.

"მიმაჩნია, რომ ამ დივიზიონის ტოპ მებრძოლი ვარ. შემდეგი ბრძოლის ჩატარება რობერტ უიტეკერსა და ხამზატ ჩიმაევს შორის გამარჯვებულთან მსურს. ორივე ძალიან მაგარი მებრძოლია, თუმცა ვიცი ამ ორს შორის რომელი წააგებს. მივმართავ UFC-ს, ბრძოლის ჩატარება დეკემბერში მსურს, არ ვიცი ამას როგორ მოახერხებს, მაგრამ მე დაბრუნება მინდა", - თქვა დოლიძემ.

რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, UFC-ში ქართველის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხი დაგროვდა.

0.117543