სხვა

9:53 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების ერა UFC-ში - რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი დაამარცხა!

UFC-ში ქართველი მებრძოლებისთვის წარმატებული პერიოდი დგას. ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის შემდეგ, ამჯერად რომან დოლიძემ გვასახელა. მართალია ჩხუბი ქამარზე არ ყოფილა, თუმცა 36 წლის მებრძოლმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

დოლიძემ ორგანიზაციის საშუალო წონაში ამერიკელი კევინ ჰოლანდი დაამარცხა, რომელსაც ტექნიკური ნოკაუტით აჯობა და წარმატებების სერია ზედიზედ მეორე მოგებამდე გაზარდა.

ქართველმა უპირატესობა ბრძოლის დასაწყისშივე მოიპოვა, მეტოქე პარტერში გადაიყვანა და უტევდა. საბოლოოდ, მთელი პირველი რაუნდი 36 წლის ჩვენებურის შეტევებით მიმდინარეობდა. ნათელი იყო, რომ ყველაფერი ფიზიკურ გამძლეობაზე გადიოდა. თუმცა, სწორედ ამ დროს ჰოლანდმა ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

რომან დოლიძემ კარიერაში მე-14 გამარჯვება მიითვალა. UFC-ში კი ქართველის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხი დაგროვდა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლამდე რომანი საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო და ბუნებრივია ახლა წინსვლას უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება 31 წლის კევინ ჰოლანდს, მან კარიერაში 38 ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგანაც 26 მოიგო, დღეს კი მე-12 მარცხი იგემა.

0.114643