ფეხბურთი

12:04 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" კარვახალი და ვინისიუსი დაუშავდა

მადრიდის „რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა „ვილიარეალთან“ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო.

ესპანელმა ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, შესაბამისად, დიდხანს იუქმებს, დიდი ალბათობით, მისთვის სეზონი დასრულდა. კარვახალი იერემი პინოსთან კონტაქტის შედეგად დაშავდა.

ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ცრემლებს ვერ იკავებდა. გარდა ამისა, „სამეფო კლუბს“ ხსენებულ მატჩში ვინისიუსიც დაუშავდა, რომელმაც მხარი დაიზიანა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ვილიარეალი“ 2:0 დაამარცხა.

0.118938