ფეხბურთი

11:31 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოპენჰაგენის" ფეხბურთელი: "გოჩოლეიშვილმა ბოდიში მომიხადა, მაგრამ გოლი ჩემი ბრალიც იყო"

„კოპენჰაგენის“ ფეხბურთელმა პანტელის ჰაციდიაკოსმა გიორგი გოჩოლეიშვილზე ისაუბრა.

დანიურმა კლუბმა კონფერენს ლიგაზე პოლონურ "იაგელონიასთან" ბოლო წამზე გაუშვა გადამწყვეტი გოლი, რომლის მომენტში დაცვის ხაზი ჩავარდა, მათ შორის, გოჩოლეიშვილი. თუმცა, ბერძენმა მცველმა ქართველი გაამხნევა:

„ბოდიშის მოსახდელად მოვიდა, მაგრამ ვუთხარი, რომ კარგად ითამაშა. ჩვენ ერთნაირად ვართ პასუხისმგებელი, ეს გოლი ჩემი ბრალიც იყო. უკეთესი კომუნიკაცია უნდა გვქონოდა, ეს მეკარესაც ეხება.

მართლაც მტკივნეული გოლი გავუშვით, ჩემი პასუხისმგებლობაც იყო.ფეხბურთში ერთი წამიც რომ მოეშვა, რაღაც შეიძლება მოხდეს. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი კარგი ფეხბურთელია. მინდა, დავეხმარო მას, დარწმუნებული ვარ, „კოპენჰაგენისთვის“ შესანიშნავი ფეხბურთელი იქნება“, - თქვა ჰაციდიაკოსმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ იჯარით თამაშობს და 12 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.132546